110-ე ტურ დე ფრანსი დასრულებულია - ბოლო ეტაპი ბელგიელმა ველომრბოლელმა, იორდი მეიესმა მოიგო. ტურის ოფიციალური გამარჯვებული კი დანიელი იონას ვინგეგორი გახდა, რომელმაც შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა. 26 წლის დანიელი მხოლოდ მე-14 სპორტსმენია, ვინც ველოსპორტის ყველაზე პრესტიჟული რბოლა, სულ მცირე, ორჯერ მოიგო. ტადეი პოგაჩარი კვლავ მეორეა, სლოვენიელმა საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელის თეთრი მაისურა მოიგო. პირველ-მეორე ადგილები ზედიზედ გამეორდა, ასეთი რამ კი ბოლოს 1978-1979 წლებში მოხდა, როცა ბერნარ ინო ჩემპიონი გახდა, ხოლო იოპ ზუტელმელკი - მეორე. 3 404-კილომეტრიანი ტური სულ 150-მა მრბოლელმა დაძლია, ხოლო დანარჩენმა 26-მა სპორტმსნენმა რბოლას სხვადასხვა ეტაპზე ჩამოსცილდა.