„დინამო თბილისმა“ რუსეთიდან 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ლუკა წულუკიძე დაიმატა, ხოლო გაბრიელ სიგუას, შვეიცარიის „ბაზელში“ გაუშვებს. ლუკა წულუკიძე საქართველოს 17 და 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. მან 2022 წლის 8 თებერვალს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან, ეკატერინბურგის „ურალთან“. მძიმე ტრავმის გამო „ურალში“ დიდი დრო გაუცდა და ვარჯიშის განახლება მხოლოდ წელს მოახერხა. წულუკიძეს გაბრიელ სიგუას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც, „ჯეო თიმის“ ცნობით, შვეიცარიაში დღეს მიფრინავს. „დინამო თბილისის“ 18 წლის ნახევარმცველი „ბაზელში“ ჩაირიცხება. სიგუამ ბოლო წელს „დინამოში“ ადგილი დაიმკვიდრა, მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახა. სიგუამ ასევე ევრო 2023-ზე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ევროპელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. სიგუას ტრანსფერით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ „დინამოს“ ყველაზე რეალური წინადადებით შვეიცარიელებმა მიმართეს.