ბიბისის ინფორმაციით, ესპანეთის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ფეიხოუმ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის საჭირო შედეგის გარეშე მოიპოვა. ულტრა მემარჯვენეების მხარდაჭერითაც კი, ფეიხოუს „სახალხო პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. BBC-ის ცნობითვე, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“, 33 მანდატით და „სახალხო პარტია“, 136 მანდატით ესპანეთის 176-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ამ არჩევნების ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება წლის ბოლომდე კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება.