რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. ზურაბიშვილი წერს, რომ თავდასხმები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევაა. რუსულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა ღამით განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".