ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტის, განცხადებით, კიევის კონტრშეტევამ მარცხი განიცადა. მისივე თქმით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა ომში 26 000-ს გადააჭარბა. ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "კონტრშეტევა არ არსებობს, რადგან ის ჩავარდა.