ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. არსებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომა უახლეს დღეებში გაიმართება. ზელესნკის თქმით, ნატოს გენრალურ მდივანთან მარცვლეულის დერეფნის განბლოკვის საკითხი და პრობლემის მოგვარების გზები განიხილა. საუბარი შეეხო შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებსაც.