საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძის გამო სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 3500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში უკვე გადაიყვანეს. ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრეა ჩართული. კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე პლაჟებიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურს კერძო ნავებიც ეხმარებიან. საბერძნეთში ძლიერი სიცხის ტალღისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია. საბერძნეთის ხელისუფლება ახალი ხანძრების გაჩენის დამატებით რისკზე საუბრობს, რადგან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს.