აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ სიმართლეს შეესაბამება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგდა და ეს „ბირთვული შეიარაღების“ შეკავების მიზნით გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის დაახლოებით 4477 ერთეული აქვს,მაგრამ ამ მოცულობიდან თუ რამდენის გადატანას გეგმავს ის, უცნობია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, მეთიუ მილერის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას შეასრულებს.
„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სიტუაციას და იმედი მაქვს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს“, - განაცხადა მილერმა.