ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის ერთ-ერთ სოფელში მეწყრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი ნანგრევებშია მოყოლილი, -ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მეწყერმა 17 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო მოქმედებები მიმდინარეობს. შტატის მთავრობის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 105 ადამიანი. ბოლო ორ კვირაში ძლიერმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე შტატში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.