უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირისკენ მისწრაფებებზეც ისაუბრა.