უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყეს.
ადგილობრივი წყაროების მონაცემებით, აეროდრომზე ე. წ. „მეორადი დეტონირების“ ხმები ახლაც ისმის.
ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის ჯარმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ყირიმის რესპუბლიკის“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა.
„შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა აქსიონოვმა.