საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდში“ გააგრძელებს. ჩაკვე ინგლისურ გუნდს ბელგიური „გენტიდან“ ერთ წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი ბოლოს სლოვაკეთის ჩემპიონის ბრატისლავის „სლოვანის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
ფეხბურთელის აგენტის ლაშა ჯაკობიას განცხადებით, გიორგის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენდა, მათ შორის იყვნენ სხვა პრემიერშიფის გუნდებიც, ასევე ფრანგული მეცი, თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიური „უოტფორდი“ აღმოჩდა და სწორედ ეს იყო ტრანსფერის განმაპირობებელი მთავარი მიზეზიც.
თავდაპირველად ამ ტრანსფერის შესახებ ბელგიერლი ჟურნალისტი საშა ტავალიერი წერდა: „გიორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ ტრანსფერი ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის ყოყმანის გამო ჩაიშალა. შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისში, „უოტფორდში“ გადაწყვიტა თამაში, ხელშეკრულება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივას ითვალისწინებს. „გენტთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ქართველი ლონდონშია და მომავალ სეზონში ჩემპიონშიფის გუნდში ითამაშებს“, – ამტკიცებდა საშა ტავალიერი.
ამასთან დაკავშირებით ინგლისურმა გამოცემა the72.co.uk-მა წერილი გამოაქვეყნა.
„გენტის“ ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ იჯარით გადასვლა გადაწყვიტა. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ამჟამად ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, მაგრამ გასული სეზონი იჯარით სლოვაკეთის ჩემპიონატში, ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
ნახევარმცველის გადასვლას „მეცში“ ელოდნენ, მაგრამ ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ თამაში გადაწყვიტა. კლუბებს შორის გარიგება ოფციონის წესით გაფორმდება – სეზონის ბოლოს „უოტფორდი“ ტრანსფერის გამოსყიდვას შეძლებს, კონტრაქტი კი უკვე გაფორმებულია.
ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. მან „გენტში“ 81 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ინგლისური გამოცემა