ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ ლიეტუველი და პოლონელი სამხედროები დასავლეთ უკრაინის მიტაცებისთვის ემზადებიან, პოლონეთი ეხმაურება. პოლონეთის მთავრობის კომისარი საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ ჟარინი აცხადებს, რომ კრემლი ტყუილს იმეორებს პოლონეთზე და უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ სიმართლის გაყალბებას ცდილობს. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვლადიმერ პუტინი იყენებს ისტორიულ რევიზიონიზმს პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების გასავრცელებლად.