საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის "ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში" ფარგლებში კომპანია Meta Georgia-მ სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჯგუფ "ეგარის" კონცერტები გამართა. მუსიკოსებმა ტრადიციული პროგრამა შეასრულეს. სენაკსა და სამტრედიაში ჩატარებულ კონცერტებს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.