გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე სოფელ ზედა ეწერშიც იმყოფებოდა, სადაც ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა. მოცვის ბაღი შპს „ქისტოუნმა“ სახელმწიფო დაფინანსებით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 2022 წელს გააშენა.