საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი მივიდეს და მათ არჩევანი გააკეთონ. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, რამდენად დემოკრატიულად წარიმართება საქართველოში 2024 წლის არჩევნები. კელი დეგნანის თქმით, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა დააფიქსირონ.