ქართული ოცნება უკრაინის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას კვლავ განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს და პოზიციას, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ პოლიტიკად ქართველ ხალხზე თავდასხმა აირჩია - ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები აფასებენ. მმართველი გუნდი პაპუაშვილის მოსაზრებას იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები მნიშვნელოვნად დააზიანებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და ხელისუფლებას რიტორიკის შეცვლას ურჩევენ.