საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „თრეიდ ჰოლდინგს“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება გახდა.