ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისში" 5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება. აღნიშნულის „დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ისინი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ.