რუსეთი უკრაინულ საზღვაო პორტებს ბომბავს და ბლოკავს. ოდესაზე ბოლო 4 დღის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა არაერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშეა. გაეროსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ლიდერები არსებულ რისკებზე და პროცესების განვითარების შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ.