უკრაინის მისამართით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს და პოზიციას, რომ უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ პოლიტიკად ქართველ ხალხზე თავდასხმა აირჩია - პოლიტიკური მხარეები აფასებენ. მმართველი გუნდი პაპუაშვილის მოსაზრებას იზიარებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები მნიშვნელოვნად დააზიანებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, ამიტომ ხელისუფლებამ საკუთარი რიტორიკა უნდა შეცვალოს.