2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილმა კონსოლიდაცია უკვე დაიწყო. პირველი ნაბიჯიც გადაიდგა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ერთიანი პლატფორმა ჩამოაყალიბეს, რომელიც მათი მტკიცებით, ხელისუფლების შეცვლის მთავარი წინაპირობა გახდება. ახლდაშექმნილ ერთობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ ოპოზიციის სხვა ლიდერები.