საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის ანგარიში, 2023 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.