ისრაელის სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე კონსენსუსის მისაღწევად მცდელობები გრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კანონპროექტი მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა მიიღოს, რამაც მოსახლეობის პროტესტიც გამოიწვია.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები ორშაბათს კენჭს უყრიან სასამართლო რეფორმის პირველ ნაწილს, ე.წ. გონივრულობის კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ან დანიშვნებს, რომლებსაც ის „არაგონივრულად“ მიიჩნევს დაბლოკავს.
კანონპროექტთან დაკავშირებული პროცესების პარალელურად, ისრაელში კვლავ აქციებია. მომიტინგეებმა გადაკეტეს გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდეს.