გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს მკაცრად გმობს. მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს.
გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ გაერო უკრაინული და რუსული საკვებისა თუ სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანისათვის, რაც ხელს გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველყოფას შეუწყობს, ძალისხმევას არ დიშურებს, რათა უზრუნველყოს.