პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა დააორგანიზა, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით მმართველი პარტიის პოლიტიკამ და განცხადებებმა საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტრად გამოაცხადა. მათი თქმით, შალვა პაპუაშვილის გზავნილები მნიშვნელოვნად დააზიანებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ მდგომარეობას.