ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წელს უკრაინაში რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ მიიღო. 2022 წლიდან კი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის პასუხად სანქციები გაფართოვდა და გახანგრძლივდა.