ზუსტად ნახევარ საათში ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის საერთო პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც პლატფორმა გამარჯვებისთვის წინასაარჩევნო გეგმა გახდება ცნობილი. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებით უახლოეს საათებში საზოგადოებას ინფორმაცია ექნება, თუ როგორი კონფიგურაციით გაგრძელდება ბრძოლა. ამის პარალელურად ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაციის შექმნას აანონსებს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა რომ ის ნაციონალურ მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანებაში თავის თავს ვერ ხედავს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში