ევროპაში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. იტალიის ქალაქების უმეტესობაში განგაშის წითელი ზონა გამოცხადდა, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დღის მანძილზე ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
ძლიერმა სიცხეებმა საბერძნეთში ტყის ხანძრები გამოწვია. ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სახანძრო თვითმფრინავები და ჯგუფები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დახმარების აღმოჩენა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება. მ
ეტეოროლოგების პროგნოზით, კვირის ბოლოსთვის საბერძნეთის სამხრეთში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 44 გრადუსს ცელსიუსს მიაღწიოს.