უკრაინის ეროვნული გვარდიის სპიკერის, რუსლან მუზიჩუკის განცხადებით, დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, უკრაინის თავდაცვის ძალებს ტაქტიკური წარმატება აქვს, მაგრამ ადგილზე რუსი ჯარების დიდი კონცენტრირება მოწინააღმდეგისთვის ამ დასახლებული პუნქტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინელი სამხედროები ინიციატივას ფლობენ, განაგრძობენ წინ წაწევას და საჭირო სიმაღლეებზე გასვლას, რაც მათ საცეცხლე კონტროლის საშუალებას აძლევს.
„გადამწვარი მიწის ტაქტიკა, რომელსაც მტერი ადრე იყენებდა, ახლა მის წინააღმდეგ თამაშობს, მაგრამ ასეთი დიდი ძალების მოზიდვა მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსეთისთვის სტრატეგიული წერტილი რჩება“, - განაცხადა მუზიჩუკმა.