განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა. გიორგი ამილახვარმა მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა და სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებსაც.