საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დარჩიაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკას 20-21 ივლისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟოაო გომეშ კრავინიოს, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშს შეხვდება.
ასევე, შეხვედრები ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLC) აღმასრულებელ მდივანთან გაიმართება.