ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის საბოლოო მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 5,5%-ით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ევროზონაში ინფლაცია შენელდა და მაისში არსებული 6.1%-იანი ნიშნულიდან, ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია 2022 წლის იანვრის შემდეგ. ივნისში ევროზონაში ენერგორესურსების ღირებულება წლიურად 5,6%-ით შემცირდა, მაშინ როცა მაისში შემცირება მხოლოდ 1,8%-ი იყო. სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა შენელდა 11,6%-მდე ერთი თვის წინანდელი 12,5%-დან. მომსახურების სექტორში კი ინფლაცია 5%-დან 5.4%-მდე დაჩქარდა. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ევროზონაში ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, 2024 წელს 3%, ხოლო 2025 წელს - 2,2%.