რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში დრონით თავდასხმის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. მისივე განცხადებით, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გუშინ აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიგონზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 4 დასახლებული პუნქტიდან 2 ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდა.