სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში სროლის შედეგად, სადაც, რამდენიმე საათში ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი უნდა გაიმართიოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია შეიარაღებული თავდამსხმელიც.
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, კრის ჰიპკინსის განცხადებით, ფეხბურთის ტურნირი დაგეგმილისამებრ წარიმართება, მისი თქმით, თავდასხმა არ განიხილება, როგორც ტერორისტული აქტი.
„არ გამოვლენილა პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივაცია და, შესაბამისად, ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ჰიპკინსმა.
მომხდართან დაკავშირებით ოკლენდში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილი იყო, ქალაქში საბორნე მიმოსვლა გაუქმდა, ზოგიერთ რაიონში ავტობუსები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.