სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, რომ Brics-ის სამიტს პირადად არ დაესწრება. სამიტზე, რომელსაც ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.
სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავიდოდა, ადგილობრივი სამართალდამცველები ვალდებულები იქნებოდნენ, რომ პუტინი დაეკავებინათ.
პუტინის დაკავების თავიდან არიდების მიზნით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთს სთხოვა, რომ პრეზიდენტის მაგივრად ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს წარედგინა, თუმცა თავდაპირველად თხოვნაზე უარი მიიღო.
Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 - 24 აგვისტოს გაიმართება.