"ერკილ პუაროს ქრისტეშობა" ცნობილი ბრიტანელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნი 1938 წლის 19 დეკემბერს გამომცემლობა Collins Crime Club -ის მიერ დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე გამოიცა.
რომანში მოვლენები 22-დან 27 დეკემბრამდე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, რომელიც გამოგონილ ქალაქ ლონგდეილში, გორსტონ ჰოლის აგარაკზე ვითარდება. ხანდაზმული მილიონერი სიმეონ ლი ოცი წლის განმავლობაში პირველად ოთხივე შვილს საშობაოდ იწვევს. ერთი შეხედვით მშვიდი ოჯახური შეხვედრა მაშინ იძაბება, როცა ცნობილი ხდება, რომ სიმეონი ანდერძს ცვლის. ყველაფერი კი საბოლოოდ მოხუცის სიკვდილით მთავრდება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილები, აგარაკზე მყოფი მოკლულის ყველა ნათესავი და მსახურია. ამ შემთხვევაში მკვლელობას წინ უძღვის კიდევ ერთი დანაშაული - ქურდობა.
საქმის გამოძიებას უძღვება ნიჭიერი ადგილობრივი ინსპექტორი სუგდენი, მიდლშირის პოლიციის უფროსის, პოლკოვნიკ ჯონსონის მხარდაჭერით . მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ერკილ პუარო მკვლელობის საღამოს ჯონსონის სახლს ეწვევა, მას სთხოვენ მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას , როგორც არაოფიციალურ კონსულტანტს, რის შემდეგაც დეტექტივს ისღა დარჩენია მთელი მისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს რათა ნათელი მოჰფინოს ბურუსით მოცულ მკვლელობას.
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.
მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია, კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს, ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge