ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს. მათი პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართა. 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 300-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა.