უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესის დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები „პატრიოტი“ და სემპტია საჭირო. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელთ არსებული სისტემები ინფრასტრუქტურის დასაცავად ამ ეტაპზე საკმარისი არაა. პარალელურად კომენტარი გაკეთდა, უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ჩერნომორსკის პორტში ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ოდესაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მარცვლეულის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.