დაიწყებენ თუ არა უკრაინის საგამოძიებო უწყებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოძიებას - კიევში გუშინ დაფუნძებული სააკაშვილის თავისუფლების მოძრაობის მიზანი სწორედ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება იქნება. ორგანიზაციის მიზნებსა და დავით არახამიას გზავნილებს უკვე მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მმართველი პარტიის განცხადებით, დავით არახამიას რეალურად არა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა, არამედ სააკაშვილის პირადი ინტერესები აინტერესებს. ხელისუფლების ოპონენტები კი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მის მოქალაქეზე ზრუნვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.