სააკაშვილის ოჯახის მიერ გაწეული ხარჯები, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები და ოპოზიციურ ფლანგზე არსებული მდგომარეობა - ეს იმ თემების ნაწილია, რომელზეც მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ ვრცლად ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ამერიკული მხარის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტაციამ, სააკაშვილის მდგომარეობის გარშემო ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა.