კულტურის სამინისტრომ სამი ახალი კონკურსი გამოაცხადა. "კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის", "ქართული კარიკატურის ხელშეწყობა" და "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება". დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის მიღება, 28 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე 14 აგვისტოს გამოქვეყნდება.