ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ოდესის, ჟიტომირის და უკრაინის სხვა ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ სამხედროებს ადამიანებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება დაევალა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გაგრძელებისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და ამ მიზნით მან ქვეყნის საგარეო უწყებას პარტნიორებთან კონტაქტების აქტივიზაცია დაავალა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ოდესის ტერორი რუსეთის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიზანს ბევრი ქვეყნის მოსახლეობის შიმშილის ზღვარზე მიყვანა წარმოადგენს, რადგან დასავლეთის ქვეყნებისთვის კრემლს ლტოლვილთა კრიზისის შექმნა სურს.