საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის ინსპექტირებას გულისხმობს, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი ეხმაურება. მისი თქმით ქვეყანაში ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე აირები მატულობს და ეს გადაწყვეტილება დადებით შედეგს მოიტანს. მისი განცხადებით , ინიციატივაქვეყანაში კატალიზატორების პრობლემასაც მოაგვარებს და ავტომობილის მძღოლები იძულებულევი იქნებიან სატრანსპორტო საშუალება მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყავდეთ.