2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში 20 026 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი. Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით,წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 0.4%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 6%-ით. აღსანიშნია, რომ ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი- 28%-ით. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა. საინტერესოა ფასების კუთხით როგორი ვითარებაა. თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში - 3%-იანი ზრდაა.