ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ძლიერ სიცხეს ებრძვიან. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იტალიაში ფიქსირდება. რომში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 42 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. სიცილიაში 41, ხოლო სარდინიაში - 45 გრადუსი დაფიქსირდა.
განსაკუთრებით ცხელი ზაფხულია საბერძნეთშიც, სადაც დედაქალაქ ათენში ტემპერატურა 42-გრადუსს აჭარბებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მომდევნო დღეებში ქვეყნებში ტემპერატურის მოსალოდნელ მატებაზე საუბრობს. დ
იდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოგზაურებს აფრთხილებს, რომლებიც ესპანეთში ან საბერძნეთში ვიზიტს უახლოეს პერიოდში გეგმავენ.
ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთის კანარის კუნძულებზე და შვეიცარიის მთიან რელიეფზე ტყის ხანძრებსაც ებრძვიან.
ძლიერი სიცხეა აშშ-შიც. არიზონას შტატის, ქალაქ ფენიქსში, ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ქუჩებში, უსახლკარო ადამიანებს დახმარებას მობილური სამაშველო ჯგუფები უწევენ.