ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ 24 საათში, რუსული ძალები კიევს თავს დრონებით დაესხნენ. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტებმა კალიბრის ტიპის 6 საკრუიზო რაკეტა და შაჰედის ტიპის 35 დრონი გამოიყენეს.უკრაინულმა თავდაცვამ ექვსივე საკრუიზო რაკეტა და 31 დრონი გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა 80 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 74 დარტყმა განახორციელეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დიდია მტრის დანაკარგებიც. გასულ 24 საათში, უკრაინულმა თავდაცვამ მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექსტებზე დარტყმები წარმატებით განახორციელა.
უკრაინელებმა დარტყმები რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე მიიტანეს.