ახალი ბინა 150 დევნილ ოჯახს- ბორჯომში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს,თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაეცემა და ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება. ახალი ბინები ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ.