სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა. როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს. ორი კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც ფულადი ჯარიმა დაეკისრათ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.