საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი ამილახვარს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრმა იანოშ ჩაკმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მხარეებმა პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და ინოვაციის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეები ერთობლივი აკადემიური პროგრამების და გაცვლითი პროექტების განხორციელების გზით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.